ნინო ბურჯანაძე: საქმე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისთან გვაქვს!

ნინო ბურჯანაძე: საქმე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისთან გვაქვს!

  სახელმწიფოს განვითარების დღევანდელი მოდელი მიუღებლად მიმაჩნია.  კოალიციაში განხეთქილება და ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებაც ამ მოდელის შედეგია. განცხადებას ამის შესახებ, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  "მოამბესთან" საუბარში განაცხადა.
  "სამწუხაროდ, საქმე არის საკმაოდ სერიოზულად, ჩვენ გვაქვს საქმე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისთან და რაც გაცილებით უფრო სამწუხაროა, ეს არის პრაქტიკულად, სახელმწიფოებრივი კრიზისი.
  ეს მივიღეთ იმიტომ, რომ ის მოდელი სახელმწიფო განვითარების, კონსტიტუციის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის საპარლამენტო მოდელის თუ ნახევრად საპარლამენტო მოდელის სახით, აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: