თინა ხიდაშელი: გაუგებარია, კოალიციის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრება რატომ იყო მოულოდნელი!

თინა ხიდაშელი: გაუგებარია, კოალიციის შეხვედრაზე  ბიძინა ივანიშვილის დასწრება რატომ იყო მოულოდნელი!

   ეს არ უყო ოფიციალური შეხვედრა, სადაც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქის სტატუსის გამო დასწრების უფლება არ ექნებოდა. ამის შესახებ
კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, თინა ხიდაშელმა "ქრონიკაში" ისაუბრა.
  მისი თქმით, ეს იყო კოალიციის დამფუძნებლის შეხვედრა "ქართული ოცნების" წევრებთან.
  "ეს არ არის პარლამენტის სხდომა, სადაც სტატუსებით უნდა ვილაპარაკოთ. ჩემს პირად პოზიციას გეტყვით - ის, რომ კოალიციას ტოვებს ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტია, პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალიან ღირებულია კოალიციისთვის, ბიძინა ივანიშვილის მიერაა მოწვეული, შერჩეული, დაპატიჟებული კოალიციაში და ამ საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა მიიღოს ადამიანმა, რომელმაც დააფუძნა კოალიცია, შეარჩია პარტნიორები, სრულიად გაუგებარია ჩემთვის, რატომ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი მისი დასწრება,"- აღნიშნა ხიდაშელმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: