ირაკლი ღარიბაშვილი: მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა!
7 ნოემბერი ეს არის თარიღი, რომელსაც ხალხი არასოდეს აპატიებს "ნაციონალურ მოძრაობას", -განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
პრემიერის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი სახელმწიფოს უახლესი ისტორიის სისხლიანი თარიღია.
"მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე - სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები, ფეხქვეშ გათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. მინდა, გავიხსენო 7 ნოემბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა. ეს იყო თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ძალადობრივი გზით და რეჟიმის გამოხატულება. მაშინ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება, თავისუფლების მოყვარული ხალხი ღირსების შელახვას არასოდეს შეეგუება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.