საქართველოს პრემიერ-მინისტრი საყოველთაო აღწერის მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საყოველთაო აღწერის მნიშვნელობაზე საუბრობს

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საყოველთაო აღწერის მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მაქსიმალური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.


 როგორც პრემიერმა განაცხადა, რომ  აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, უნიკალური საინფორმაციო წყაროა და მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესწავლის საშუალებას იძლევა.


  ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში 12 წელია მონაცემები არ განახლებულა.


  "აღწერის შედეგად ჩვენ გვექნება უახლესი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის, ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. აგრეთვე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაზუსტდება ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობა. მინდა, მოსახლეობის გასაგონად განვაცხადო, რომ აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალურობა იქნება დაცული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: