ცვლილებები სოფლის მეურნეობის სამინისტროში
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცვლილებები განხორციელდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, პირველი მოადგილედ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე გადაიყვანეს.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრს სულ 5 მოადგილე ჰყავს.