ვახტანგ ხმალაძე: საპარლამენტო კრიზისი არ შექმნილა!

ვახტანგ ხმალაძე: საპარლამენტო კრიზისი არ შექმნილა!

  პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადების თანახმად,  "თავისუფალი დემოკრატების" მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შედეგად, საპარლამენტო კრიზისი არ შექმნილა. განცხადება ამის შესახებ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე
  "ყველაზე დიდი, რაც მოხდება, ეს არის ის, რომ არ იარსებებს საპარლამენტო უმრავლესობის მქონე გაერთიანება. საპარლამენტო უმრავლესობა ხომ იმ შემთხვევაში იქმნება, თუ ფრაქციათა ერთობაში შედის, სულ ცოტა, პარლამენტის 76 წევრი.  ასეთ შემთხვევაში იქმნება საპარლამენტო უმრავლესობა. თუ საპარლამენტო უმრავლესობა არ შეიქმნა, შესაბამისად, ვერ შეიქმნება საპარლამენტო უმცირესობაც. მე არ მგონია, რომ ეს სიტუაცია შეიქმნას, მაგრამ რომც შეიქმნას, არ არის პრობლემა, პარლამენტი ჩვეულებრივ  იმუშავებს",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
  "უშუალოდ პარლამენტის გადასაწყვეტია, მოისმენს უბრალოდ პრეზიდენტის მიმართვას თუ პრეზიდენტის გამოსვლას მოისმენს პარლამენტში. ვალდებულება, რომ პარლამენტმა უშუალოდ პარლამენტში  მოისმინოს პრეზიდენტის გამოსვლა - ასეთ შემთხევაში არ არსებობს", -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: