თინა ხიდაშელი:-"მახსოვს, არ არის საკმარისი, ეს იყო სირცხვილი, არ არის საკმარისი!"

თინა ხიდაშელი:-"მახსოვს, არ არის საკმარისი, ეს იყო სირცხვილი, არ არის საკმარისი!"

   2007  წლის 7 ნოემბრის აქციიდან, როცა "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ ორგანიზებული აქცია პოლიციამ დაარბია და ათეულობით ადამიანი დაშავდა 7 წელი გავიდა.  სწორედ 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმიანება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი და წერს:

 

   -"მახსოვს, არ არის საკმარისი - რა თქმა უნდა, სულ მუდამ უნდა გვახსოვდეს;

ეს იყო სირცხვილი არ არის საკმარისი - რა თქმა უნდა, ეს იყო სირცხვილი, რომელიც არ უნდა განმეორდეს;

მიშა, ნინო, ნაციონალებო, არ დაგავიწყდეთ 7 ნოემბერი, როცა ხალხს დაუძახებთ ქუჩაში, არც ეს არის საკმარისი - რა თქმა უნდა, მუდამ შეგახსენებთ; 

7 წლის შემდეგ ყველაზე მთავარი ის არის, თავაწეულებმა გავცეთ პასუხი კითხვაზე - გავაკეთეთ თუ არა უკვე ყველაფერი, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს? რას ვაკეთებთ ამისათვის დღეს? და როგორ უნდა ვიცხოვროთ ხვალ, რომ არასოდეს, არასოდეს სახელმწიფომ აღარ გაბედოს, რობოტები მიუქსიოს საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას, პოლიციამ ვანო მაგარია და ბადრის რა არ იძახოს, საკუთრი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული იარაღი არ გამოიყენოს, იმიტომ რომ სხვანაირად ფიქრობს. სახელმწიფომ პოლიტიკურ ოპონენტებს კრემლთან შნურით მიერთებული არ ეძახოს, დამონებული მედია არ გყავდეს და იქ მთავარი პროკურორი ცილისმწამებლურ ფილმებს არ იღებდეს და მასში მთავარ გმირად არ გვევლინებოდეს. შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო. 

ყველამ, ვისაც გვახსოვს, ვისაც გვაინტერესებს, ვისაც გვტკივა, ვინც ისევ ვგრძნობთ იმ რობოტი ჯინსებიანი ზონდერების წიხლს საკუთარ ზურგზე, ამაზე უნდა ვიფიქროთ" (სტილი დაცულია)

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: