ეკა ბესელია: შემიძლია გითხრათ,რომ უმრავლესობა არ დაიშლება!
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უმრავლესობა არ დაიშლება.
ბესელიას თქმით, გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მისთვის ცნობილია და მისი მოადგილისგან ცუდ სიუპრიზებს არ ელოდება.
"გედი 18:00 საათზე გეტყვით თავის გადაწყვეტილებას. მე დავიცავ კორექტულობას და მის მაგივრად არ გავახმოვანებ, რას აპირებს გედევან ფოფხაძე. შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობა არ დაიშლება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.