ირაკლი ალასანია:-"გამორიცხეთ, არანაირი გარიგება არ მომხდარა!"
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც მან განმარტა- უსუფაშვილს მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ მოხდა გადაბარება სამინისტროში და ფრაქციის უმრავლესობიდან გამოსვლაზე.
-"მთავარია მომავალში ეს პროცესები წარიმართოს ისე, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს, ანუ სახელმწიფო ინტერესები იქნება ჩვენთვის ამომავალი წერტილი. გამორიცხეთ, არანაირი გარიგება არ მომხდარა, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით მხოლოდ იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაზიანდეს სახელმწიფო".
მან ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ალასანიამ დაადასტურა, რომ იყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან.
ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ შედგა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის, აღსანიშნავია, რომ შეხვედრა , რომელიც 3 საათის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა შეხვარდა სავარაუდოდ სულ მალე დამთავრდება, რადგან "ქართული ოცნების" ოფისში ფრაქციის სხდომა უნდა დაიწყოს, რომელსაც სავარაუდოდ პრემიერი დაესწრება.