ნინო ბურჯანაძე:-"დღეს ჩემთვის არადამაჯერებელია ალასანიაც და ხელისუფლებაც"

ნინო ბურჯანაძე:-"დღეს ჩემთვის არადამაჯერებელია ალასანიაც და ხელისუფლებაც"

   -"მე ბევრი რამ ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს, რაც წინ დახვდა, თუნდაც ის, რომ სამ თვეში ის ქვეყანას ვერ დაალაგებდა და გააბრწყინებდა. დღეს სავსებით არანორმალური სიტუაციაა საქართველოში, ეს არანორმალურია, როცა ყველა იფიცებს, რომ არ გაუმტყუნებენ იმედებს დასავლელ პატრონებს, მათთვის ისინი პატრონები არიან, ჩემთვის კი პარტნიორები არიან. დღეს ჩემთვის არადამაჯერებელია ალასანიაც და ხელისუფლებაც. ბატონი ალასანია რომ მაღალი დონის პოლიტიკოსი იყოს, თავს არ მოახსნევინებდა ღარიბაშვილს, ერთადერთი რაც მოვუწონე ღარიბაშვილს, ეს იყო თავდაცვის მინისტრის მოხსნა, რადგან შესაძლოა ალასანიას სკანდალურ განცხადებას არეულობა მოჰყოლოდა. ჩვენ არ ვართ პატარა ბავშვები, რომელიც უნდა მოატყუოს ალასანიამ და მისმა გუნდმა, კურსის ცვლილება არ შეიძლება მომხდარიყო ერთ ღამეში"-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

   ბურჯანაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" "ვერ გაბედა 1 ოქტომბერს ხმის ამოღება და დათანხმდა "ნაციონალური მოძრაობის" 40%-ს.

   -"ეს რომ ასე არ მომხდარიყო, სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: