"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა ფილარმონიაში 15:00 საათზე გაიხსნება
დღეს "თავისუფალი დემოკრატების" მორიგი ყრილობა გაიმართება, რომელზეც "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ ირაკლია ალასანიას არჩევა მოხდება, რომლის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში პარტიას ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ყრილობაზე პარტიის წესდების ახალი რედაქციის მიღება და ახალი სიმბოლიკის პრეზენტაცია იგეგმება. დღესვე ცნობილი გახდება პარტიის სამომავლო გეგმები.
ყრილობა ფილარმონიაში 15:00 საათზე გაიხსნება და დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.