კოალიციის შექმნის ავტორი დუმილს არღვევს
დღეს 20:00 საათზე, "მოამბის" პირდაპირ ეთერში, ირაკლი ჩიხლაძის შეკითხვებს საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს.
• გაიღო თუ არა "ქართული ოცნების" კარი გამსვლელთათვის - "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს, რა საფრთხის წინაშე დგას არსებული ერთობა და ემუქრება თუ არა ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას საფრთხე.
• რის საფუძველზე გაჟღერდა ბრალდებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე?
"თავდაცვის საქმის" პოლიტიკური ინტერპრეტაცია, მინისტრის ხმაურიანი განცხადება და პრემიერის გადაწყვეტილება.
• ვინ ვის შეუტია - პროკურატურამ თავდაცვას თუ პირიქით?
• ვისთან სასაუბროდ მივიდა ალასანია "ოცნების" ოფისში და ვინ დახვდა ყოფილ მინისტრს პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რის საფუძველზე აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომ ქვეყანა კულისებიდან იმართება.
• დაიწყო თუ არა კოალიციის ბუნებრივი დაშლა.