უჩა ნანუაშვილი:-"უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული"

უჩა ნანუაშვილი:-"უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული"

   უჩა ნანუაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების მიმართ რიგი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებში  უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ნიშნებს ხედავ და ამბობს,  რომ ასეთი ქმედებებისგან მათ თავი უნდა შეიკავონ.
   თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მას გამოთხოვილი აქვს საქმის მასალები და ანალიზის დასრულებისთანავე სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
   -"სამწუხაროდ, იყო განცხადებები რამდენჯერმე უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი. სანამ არ იქნება სასამართლოს მიერ გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით, როცა საუბარია ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე და არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი"- განაცხადა სახალხო დამცველმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: