"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა იწყება
ყრილობა სულ რამდენიმე წუთში დაიწყება, რეგისტრაცია დასრულებულია. ირაკლი ალასანია რამდენიმე უკვე მივიდა ფილარმონიაში. როგორც ამბობენ, დღევანდელ ყრილობას 2100 დელეგატი და 200-მდე სტუმარი დაესწრება.
ყრილობაზე აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ეს ირაკლი ალასანია იქნება. ფილარმონიაში უკვე იმყოფებიან პარტიის ლიდერები და სტუმრებიც.
-"იწყება ახალი, საინტერესო, ენერგიული და ევროატლანტიკური ეპოქა"-ამბობენ პარტიის წევრები.
სულ რამდენიმე წუთის წინ ფილარმონიაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მივიდა. ყრილობაზე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა დაესწრება თუ არა ყრილობას გიორგი მარგველაშვილი ჯერ უცნობია.