"რეფორმატორები" ენგურის ხიდთან არიან

"რეფორმატორები" ენგურის ხიდთან არიან

   "რეფორმატორებმა" აქცია "მივუახლოვდეთ აფხაზეთს" ზუგდიდში უკვე ჩაატარეს და ამ წუთებში ენგურის ხიდთან არიან. აქ შეკრებილია აქციის 250-მდე მონაწილე, ისინი მშვიდობიანი  მსვლელობით საზღვართან ახლოს მიემართებიან.

   -"ახლა ვართ ენგურის ხიდზე, ვაპროტესტებთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს აფხაზ ძმებს, რომელთაც არ სურთ რუსეთთან ურთიერთობა"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბექა ცხადაძე.

   "თბილისიდან" ჩასულ რეფორმატორებს აქციის მონაწილეები ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან შეუერთდნენ. 

   აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ლოზუნგი-"ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: