დავით ზალკალიანი: მომავალი გვიჩვენებს ვინ ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება!

დავით ზალკალიანი: მომავალი გვიჩვენებს ვინ ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება!

   "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე მისულმა დავით ზალკანიანა განაცხადა, რომ მომავალი გაარკვევს ვინ მიიღო მცდარი გადაწყყვეტილება. 

   საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმ კოლეგების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც ჯერ თანამდებობები დატოვეს, შემდეგ კი პოსტებზე დაბრუნდნენ.

 

  "თითოეული ადამიანი თავის გადაწყვეტილებას საკუთარი არჩევანის მიხედვით აკეთებს. ეს მათი არჩევანია. მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას. ყველაფერს მომავალი დაგვანახვებს - ვინ იყო მართალი და ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება. მათ სინდისზე იყოს. მე მათ ყველას წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ, რომ ისინი ჩემი კოლეგები არიან. ასეთმა ქმედებამ ხინჯი არ უნდა დატოვოს ჩვენს ურთიერთობებში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 ზალკალიანის განმარტებით, თავიდანვე "თავისუფალი დემოკრატების" გვერდით იყო და მომავალშიც მათ გვერდით წარმოუდგენია საკუთარი თავი.

 

 

"მე ამ გუნდთან ერთად ვიყავი მას შემდეგ, რაც ის დაფუძნდა. ეს არის თანამოაზრეების გუნდი, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის უფლებები, ევროპული ფასეულობა და ევროატლანტიკური გზისკენ მიმავალი საქართველო. მე თავიდანვე მათ გვერდით ვიყავი და მომავალშიც მათ გვერდით ვხედავ ჩემს თავს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ, არ ჯდება ევროპულ ფასეულობებში, მაგრამ არ არის ტრაგედია. კოალიციები ევროპულ ქვეყნებშიც იშლებიან და ერთიანდებიან, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოხდეს ადამიანების შემკობა ისეთი ეპითეტებით, როგორითაც ეს მოხდა. მთავარია ჩვენი ღირსება და ის, რომ წყენაზე მაღლა დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები", - აღნიშნა ზალკალიანმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: