დავით უსუფაშვილი: ჩვენ დავამარცხეთ "ნაციონალური მოძრაობა"!

დავით უსუფაშვილი: ჩვენ დავამარცხეთ "ნაციონალური მოძრაობა"!

  ჩვენ დავამარცხეთ "ნაციონალური მოძრაობა", სათავე დავუდეთ ქვეყნის თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას. განცხადება ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე განაცხადა. 

 

"5 წლის ბრძანდებით, როგორც პოლიტიკური პარტია. მგონია, რომ სულ ხუთიოდე დღის, კვირის წინ იყო, როდესაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს - რესპუბლიკური პარტია და "თავისუფალი დემოკრატები", როგორც ქართული პოლიტიკის, ლიბერალური ფლანგის მთავარი პოლიტიკური წარმომადგენლები. ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში. ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოვახერხეთ სერიოზული წინსვლა. ქვეყანა გავათავისუფლეთ იმ პრობლემებისგან, რომლებმაც ერთად შეგვყარა. ჩვენ დავამარცხეთ "ნაციონალური მოძრაობა", სათავე დავუდეთ ქვეყნის თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას.

 

ძალები არ დავიშურეთ, რომ გაგვემყარებინა 2012 წლის მონაპოვარი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყრილობა და თქვენი შემდგომი საქმიანობა გაგრძელდება ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა უსუფაშვილმა.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: