დავით უსუფაშვილი:პოლიტკოსებმა ამ პროცესებში სწორად გავლა უნდა მოვახერხოთ!

დავით უსუფაშვილი:პოლიტკოსებმა ამ პროცესებში სწორად გავლა უნდა მოვახერხოთ!

    მოხარული ვარ, რომ იმ საქმის საკეთებლად რის გამოც ერთად დავდექით ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართულ ოცნებაში", იმ წარმატებით და შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში - განცხადება  ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე გააკეთა:

  "2 წლის განმავლობაში არ ვიშურებდით ძალ-ღონეს, რომ ოქტომბრის მონაპოვარი განგვემტკიცებინა.
  მოხარული ვარ, რომ იმ საქმის საკეთებლად რის გამოც ერთად დავდექით ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართულ ოცნებაში", იმ წარმატებით და შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში. პოლიტიკური ცხოვრება არცერთ ქვეყანაში არ არის მოცემულობა კონსტანტა. პოლიტკოსებმა უნდა მოვახერხოთ ამ პროცესებში სწორად გავლა.

  ჩვენ არ გვაქვს ფუფნება დავკარგოთ ერთმანეთი, როდესაც აზრები არ დაემთხვევა ერთმანეთს ყოველთვის გვახსოვდეთ ჩვენი ხატია სამშობლო და სამშობლოს სადიდებლად უნდა მოვახერხოთ ყველა იმ ემოციური და სხვა საკითხების მოგვარება და დავუქვემდებაროთ საღ აზრს და საღ გონებას და დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება პარლამენტში ჩვენი ურთიერთობა", - განაცხდა უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: