შალვა შავგულიძე: "თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად აიღონ პასუხისმგებლობა!
დეპუტატი შალვა შავგულიძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს."არჩევნების დღეს, რამდენადაც "თავისუფალი დემოკრატების" კვოტა იყო შევსებული მე კენჭი ვიყარე "ქართული ოცნების" კვოტით. შემდგომ ვიყავი პარტია და ფრაქცია "ქართულ ოცნებაში". მე მათაც ვუთხარი მადლობა იმ კარგი ორი წლისათვის- აცხადებს შავგულიძე.
"არჩევნების დღეს, რამდენადაც "თავისუფალი დემოკრატების" კვოტა იყო შევსებული მე კენჭი ვიყარე "ქართული ოცნების" კვოტით. შემდგომ ვიყავი პარტია და ფრაქცია "ქართულ ოცნებაში". მე მათაც ვუთხარი მადლობა იმ კარგი ორი წლისათვის, რომელიც ერთად გავატარეთ, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ახლა რამდენადაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღეს გადაწყვეტილება, არა კოალიციურ რეჟიმში, არამედ დამოუკიდებლად აიღონ პასუხისმგებლობა, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ერთეულმა თავიანთ შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობაზე, ჩემი მხრიდან სწორი იქნება, გავიზიარო ეს პასუხისმგებლობა ამ გუნდთან ერთად, რომლის დაარსების პირველივე დღიდან მონაწილე ვარ და სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა შავგულიძემ.