მაია ფანჯიკიძე "თავისუფალ დემოკრატებში" გადავიდა

მაია ფანჯიკიძე "თავისუფალ დემოკრატებში" გადავიდა

  პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს დღეს გამართულ ყრილობაზე განუცხადეს, რომ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე "თავისუფალ დემოკრატებში" გადადის.  ფანჯიკიძე პარტიის გამგეობის წევრი იქნება.


  "როგორც იცით, "თავისუფალ დემოკრატებში" დაბრუნდა შალვა შავგულიძე. პარტიის გამგეობის წევრობაზე თანხმობა განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ასე რომ, დღეს არის ღირსეული ადამიანების შემომატების დღე პარტიაში, რაც ძალიან გვიხარია", - განაცხადა ყრილობაზე პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.


  "თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრები არიან ასევე ალექსი პეტრიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ცაგარეიშვილი და სხვა ლიდერები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: