დავით უსუფაშვილი: პოსტების დატოვებინების საკითხი დღის წესრიგში არ დგას!
"არ მგონია, რომ საპარლამენტო პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ყველაფერი გაირკვევა",-აღნიშნული კომენტარით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ზურა აბაშიძის მიერ ვიცე სპიკერობის შესაძლო დატოვების თემას გამოეხმაურა.
"არანაირი პოსტების დატოვების ან დატოვებინების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაირკვევა. ყველა თავის არჩევანს აკეთებს. არ მგონია, რომ საპარლამენტო პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.