ბიძინა ივანიშვილის გადაცემა GDS-ის ეთერით გავა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისი გადაცემა "საზოგადეობა 2030" ტელეკომპანია GDS-ის ეთერით გავა.
ივანიშვილის განცხადებით, იგი ისი ანალიტიკური გადაცემა იქნება ყოველდღიური.
"ტელეპროექტი 2030 გვექნება, ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება GDS-ზე. ალბათ ყოველდღიყური ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება. რაღაც დროით ეს ანალიტკური გადაცემა. სადაც სამი ანალიტიკოსი და კიდევ ჩვენი ჯგუფიდან საზოგადეობა 2030-დან მოწვეული, ასევ გარედან, საინტერესო პიროვნებებთან ერთად მოხდება ანალიზი საინტერესო მოვლენების", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.
ივანიშვილის თქმით, გადაცემაში ისაუბრებენ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ქვეყნის განვიტარების სტრატეგიაზე. ი
"კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად ძირითადი ანალიზი გავაკეთო. მე წამყვანი არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. მე თანაწამყვანობა როცა ვთქვი, ძალიან ბევრს არ მოეწონა ბევრს. ამაში ტრაგედიას არ ვხედავ ამის შესრულება რომ მომიწიოს", - ამბობს ივანიშვილი.