ბიძინა ივანიშვილი: 2016 წლის არჩევნებისთვის ყველა მოვლენას სწორი შეფასება მიეცემა!
ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის ყოფილ მინიტრს ირაკლი ალასანიას კარგ მომავალს უსურვებს და აცხადებს, რომ მასთან პირადი წყენა არ ამოძრავებს.
ივანიშვილის თქმით, 2016 წლის არჩევნებისთვის ყველა მოვლენას სწორი შეფასება მიეცემა.
"2016 წლის არჩევნებისთვის ყველა მოვლენას სწორი შეფასება მიეცემა. ჩემი სურვილია, ირაკლი ალასანიას ჰქონდეს კარგი მომავალი. მე მასთან პირადული არაფერი მაქვს. მე არ ვარ სუსტი პიროვნება, რომ ვიღაცეებზე შური ვიძიო. ყველა პოლიტიკოსს გვერდით დავუდგები, ვინც ჩემი ქვეყნისთვის იზრუნებს და სწორი გზით წაიყვანს. დავუპირისპირდები ყველას, ვინც შეცდომებს დაუშვებს და ქვეყნის საზიანო ნაბიჯებს გადადგამს,"- განაცხადა ივანიშვილმა.