გრიგოლ გაგნიძე:–"ალბათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ალასანია ფარულად თანამშრომლობდა სააკაშვილთან ან სააკაშვილის გუნდთან"
ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს "იურისტთა და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე ეხმიანება. მისი შეხედულებით "თავისუფალი დემოკრატების" ქმედებამ "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხა წყალი".
–"ალბათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ალასანია ფარულად თანამშრომლობდა სააკაშვილთან ან სააკაშვილის გუნდთან. არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა, ალასანიამ გარკვეული დივიდენდები მიიღო ან ელოდება "ნაციონალური მოძრაობისგან". ამით სპეცსამსახურები უნდა დაინტერესდნენ და გაარკვიონ.
ალასანიას ქმედებამ ირაკლი ოქრუაშვილის ქმედება გაგვახსენა და არ არის გამორიცხული, "თავისუფალი დემოკრატები" ისეთ ოპოზიციურ პარტიად ტრანსფორმირდეს, როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა ბრიფინგზე გრიგოლ გაგნიძემ.