ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად ზუსტ შეფასებებს აკეთებს!

ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად ზუსტ შეფასებებს აკეთებს!

  ბიძინა ივანიშვილს ანალიტიკის არაჩვეულებრივი უნარი გააჩნია. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.


  "მასალები, რომელიც არსებობს და გასაჯაროვდა პროკურატურის ოფიციალური განცხადებებით, ინფორმაცია, რომელიც მას ჰქონდა, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პრემიერობის პერიოდში და ეს ინფორმაციაც არსებობს, ამას სჭირდება უბრალოდ კარგი ანალიზი. ბიძინა ივანიშვილს აქვს არაჩვეულებრივი ანალიტიკური უნარი, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან და ის აკეთებს აბსოლუტურად ზუსტ შეფასებებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


  როგორც ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, ერთადერთი სწორი პოზიცია იქნებოდა, ალასანიას პროკურატურისთვის გამოძიების საშუალება მიეცა და ამ პროცესში თავადაც დახმარებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: