ბიუროს სხდომაზე გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის საკითხზე იმსჯელებენ

ბიუროს სხდომაზე გიორგი მარგველაშვილის  პარლამენტში გამოსვლის საკითხზე იმსჯელებენ

  პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მისვლის საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. სხდომაზე განიხილება როდის და რა ფორმატით შედგება გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში.

 

 როგორც ცნობილია, ბიუროს სხდომას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დაესწრება.

  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასულ კვირას პარლამენტს თხოვნით მიმართა უახლოესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვა გაეთვალისწინებინა.


  პრეზიდენტი პარლამენტს, სავარაუდოდ პარასკევს მიმართავს.

 

  ბიუროს სხდომა დღეს პარლამენტში 15:00 საათზე გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: