რიჩარდ ნორლანდი: თანამშრომლობის ხარისხი კვლავ მტკიცე იქნება!
"ორშაბათი დილაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ნორმალური კვირა იქნება საქართველოში" - განცხადება ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას გააკეთა:
როგორც ნორლანდმა განცხადა, რეგიონში უსაფრთხოებასთან, კეთილდღეობასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით საქართველოს და ამიერიკის შეერთებულ შტატებს საერთო მიზნები აქვთ.
"მთავრობაში ალბათ მოხდება შევსება. ჩემი მხრიდან ალბათ არ იქნება სათანადო, რომ სპეციფიკურ შიდა საკითხებზე ვისაუბრო, რაც საქართველოს შიდა თემებია. მე შემიძლია ვისაუბრო ზოგად მიმართულებებზე, გამოვხატო ჩემი სურვილი და იმედი, რომ თანამშრომლობის ხარისხი კვლავ მტკიცე იქნება", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.