გიორგი მარგველაშვილი: მე მჭირდება ისეთი გარემო, სადაც პოლიტიკური პარტიები იარსებებენ!

გიორგი მარგველაშვილი: მე მჭირდება ისეთი გარემო, სადაც  პოლიტიკური პარტიები იარსებებენ!

  როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა ის პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს. მისი ტქმით, მისი ვალდებულებაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც რამდენიმე პოლიტიკური მოთამაშე  ჩამოყალიბდება.

 

  საქართველოს პრეზზიდენტი იმედოვნებს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ძლიერ ძალად ჩამოყალიბდება.

   "მე პოლიტიკური პარტიის შექმნას არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ საქართველოში ჩემი ვალდებულება არის ხელი შევუწყო ისეთი გარემოს შექმანს, როდესაც ჩამოყალიბდება სამი-ოთხი სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე, პოლიტიკური პარტია. შედეგად მოგცემს ევროპულ, დემოკრატიულ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს პლურალიზმს. იმედია, "თავისუფალი დემოკრატები" ჩამოყალიბდება სერიოზულ პოლიტიკურ ძალად. მე პარტია არ მჭირდება, მე მაქვს სერიოზული ურთიერთობა ხალხთან, ვალდებულება საზოგადოებასთან, შესაბამისად, ძალიან ნათლად ვამბობ, მე მჭირდება ისეთი გარემო, სადაც იარსებებენ პოლიტიკური პარტიები და ლიდერები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" სტუმრობისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: