რუსეთის ჯავახკური დიასპორა არ ხუმრობს!
რუსეთის ჯავახკური დიასპორის მიმართვა
რუსეთში მოქმედი "ჯავახკური დიასპორა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
"ძვირფასო თანამემამულენო, საქართველო საფრთხეშია! ჩვენ არაერთხელ საჯაროდ ვაცხადებდით, რომ არსებობს საქართველოს დაშლისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საშიშროება. სამწუხაროდ, ამის ზოგიერთი ნიშანი უკვე გამოვლინდა. როგორც ჩანს, ქვეყნის მტრებმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს პოლიტიკური კრიზისის გამოწვევის, ხელისუფლების შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიზნით. საქართველოში ახალი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება მწიფდება, რაც აპრიორულად ქვეყანას სრულ გაქრობამდე მიიყვანს.
ამასთან დაკავშირებით მოგიწოდებთ:
ა) ყველანაირად მხარი დაუჭირეთ საქართველოს მთავრობას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი მეთაურობს; არ ენდოთ და არ დაუჯეროთ პროვოკაციულ მოწოდებებს საპროტესტო მიტინგებში მონაწილეობის თაობაზე, რომლებიც მოსყიდული ქართველი და სხვა ლიბერასტების მიერაა დაგეგმილი;
ბ) თუ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მაინც მოხდება, სამცხე-ჯავახეთის მხარე სუვერენულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს რომელიმე სახელმწიფოს გარეშე; ლეგიტიმური ხელისუფლების შექმნამდე უნდა ჩამოყალიბდეს დროებითი აღმასრულებელი ორგანოები; უარი უნდა ეთქვას დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ კოაბიტაციას და გაუქმებულ იქნას მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია; საჯაროდ უნდა მოხდეს იმ პირების ლუსტრაცია, რომლებიც ქვეყნის დაშლაში მონაწილეობდნენ.
რუსეთის ჯავახკური დიასპორა".
"ვოსკანაპატი" (სომხეთი), 10 ნოემბერი, 2014 წელი
http://voskanapat.info/?p=10085