ეკა ბესელია: უმრავლესობა რაოდენობრივად გაიზრდება!
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, უმრავლესობასთან შესაერთებლად ერთი ფრაქცია მზადაა, ხოლო მეორე ახლა იქმენა.
"უმრავლესობა როგორც იცით არ იშლება, მას შემოემატება რამდენიმე დეპუტატი. ერთი ფრაქცია მზად არის უკვე რომ შემოვიდეს, მეორე ახალი ფრაქცია იქმნება და ბიუროზე იქნება ეს ინფრომაცია მოწოდებული, რომელი იქნება ეს ფრაქცია, ასე რომ უმრავლესობა გაიზრდება რაოდენობრივი თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით იქნება უკეთესად",-განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" უმრავლესობის შესანარჩუნებლად დეპუტატების დამატება მას შემდეგ დასჭირდა, რაც პარტია "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია "ქართულ ოცნებას" გამოეყვნენ. "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილმა დატოვა ფრაქციაც პარლამენტში; კოალიციაში დარჩენა ამჯობინა გედევან ფოფხაძემ, თამაზ ჯაფარიძემ და გელა სამხარაულმა.