ლევან იზორია: ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ!

ლევან იზორია: ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ!

25 ნოემბრიდან პოლიციის აკადემიაში ოჯახში ძალადობის თემატიკაზე ლექციების კურსი დაიწყება.


"ეს თემა მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. ლექციების მონაწილეებს კოლეგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოცდილებას გაუზიარებენ. ძალადობის პრევენციის მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ", - განაცხადა იზორიამ.


აღნიშნული კურსი, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება, განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის. ინსტრუქტორთა მომზადების კურსს შეერთებული შტატების გამოცდილი სამართალდამცავი და სამართლის მცოდნე სპეციალისტები გაუძღვებიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: