გიგლა აგულაშვილი: პრეზიდენტის პარლამენტთან კომუნიკაცია და დიალოგი დემოკრატიულ პროცესს ამშვენებს!

გიგლა აგულაშვილი: პრეზიდენტის პარლამენტთან კომუნიკაცია და  დიალოგი დემოკრატიულ პროცესს ამშვენებს!

"პრეზიდენტის პარლამენტთან მეტი კომუნიკაცია და აქტიურ თემებზე დიალოგი, ვფიქრობ, უფრო ამშვენებს დემოკრატიულ პროცესს, ვიდრე რაიმე შეშფოთების საგანს ქმნის" , - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის ფორმატი განსხვავებულია, თუმცა, ეს შეიძლება კარგი ტრადიცია გახდეს.

"ჩემი პირადი პოზიცია არ ემთხვევა იმ ადამიანთა მოსაზრებებს, რომლებიც შეშფოთებული არიან, რომ ზოგადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ ხაზს საფრთხე შეექმნა ან შენელდა. ამ გამოწვევას, ერთგვარ შემოძახილს, კრიტიკას, რომელიც ამ მიმართულებით ისმის, მმართველმა ძალამ უნდა უპასუხოს კონკრეტული ნაბიჯებითა და კონკრეტული აქტივობით. ამავე ჭრილში განვიხილავ პრეზიდენტის სტუმრობას პარლამენტში. ფორმატი განსხვავებულია, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს შეიძლება გახდეს კარგი ტრადიცია. პრეზიდენტის პარლამენტთან მეტი კომუნიკაცია და აქტიურ თემებზე დიალოგი, ვფიქრობ, უფრო ამშვენებს დემოკრატიულ პროცესს, ვიდრე რაიმე შეშფოთების საგანს ქმნის", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: