მაია ფანჯიკიძე: პრემიერის უსაფუძვლო ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ!

მაია ფანჯიკიძე: პრემიერის უსაფუძვლო ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ!

პრემიერ-მინისტრის განცხადებას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით  საქართველოს უპირველესი ამოცანები შესრულებულია.
"2 წლის განმავლობაში, როცა ამ თანამდებობაზე ვმუშაობდი, დღე და ღამე ვიყავი სამშობლოს სამსახურში და ვაკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს უპირველესი ამოცანები შესრულებულიყო. ასეთი ბრალდება ჩემი მისამართით არის აბსოლუტურად აბსურდული და მე ასეთ ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, მისი თქმით, ირაკლი ალასანია აშშ-სა  და ევროპაში აცხადებდა, რომ "სააკაშვილის მიღწეული რეფომები იყო სამაგალითო და ამას უნდა დავეფუძნოთ!" პრემიერის თქმით, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: