ჯაბა სამუშია: ყველა სოციალური პროექტი გაგრძელდება!

ჯაბა სამუშია:  ყველა სოციალური პროექტი გაგრძელდება!

თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ 2015 წლის ბიუჯეტში ყველა სოციალური პროგრამის დაფინანსება იქნება გათვალისწინებული. აღნიშნული განცხადება საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ უმცირესობის განცხადებებს საპასუხოდ გააკეთა.

"ერთჯერადი 500 ლარი იქნება გამოყოფილი ყველა ბავშვზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რათა ის პირველადი ნივთები შეიძინონ, რაც აუცილებელია ბავშვისთვის. ყველა სოციალური პროექტი აგრძელებს აქტიურად არსებობას. ასე რომ მე მინდა დავარწმუნო ჩემი კოლეგები, რომ მათი გადამეტებული ეჭვები გაქარწყლებულია",-განაცხადა სამუშიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: