თამაზ ელიზბარაშვილი:-"თბილისის საკრებულო ღიად დადგა უსამართლობის მხარეს და სიმართლეს ზურგი შეაქცია"

თამაზ ელიზბარაშვილი:-"თბილისის საკრებულო ღიად დადგა უსამართლობის მხარეს და სიმართლეს ზურგი შეაქცია"

   თამაზ ელიზბარაშვილის სპეციალური მიმართვა!

-"11 ნოემბერს, 2 საათზე თბილისის საკრებულო განიხილავს საჩივარს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ტარიელ ჭანტურიძემ და ხათუნა ელიზბარაშვილმა შეიტანა ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის"" წინააღმდეგ.

 

საკრებულო დაინტერესდა ამ საკითხის შესწავლით, თუმცა, ცალსახად დაუჭირა მხარი მათ და სპეციალურად მოწვეული ოპერატორების საშუალებით, დღისით თუ ღამით,მათ მიერ დადგმული პროვოკაციები დააფიქსირა. ჩვენ ამის შესახებ, არაერთხელ განვაცხადეთ სოციალურ ქსელსა თუ ვებ–პორტალზე. 

 

თბილისის საკრებულო ღიად დადგა უსამართლობის მხარეს და სიმართლეს ზურგი შეაქცია. იმის ნაცვლად, რომ გვერდით დგომა გამოეცხადებინა ჩემთვის, ბიზნესმენისთვის რომელიც საკუთარი ხარჯებით ვინახავ თავშესაფარს, 2004 წლიდან დღემდე 4 ათასამდე ძაღლი შევიფარე, დღეისათვის კი, სამასზე მეტ ძაღლს და 8 დათვს ვმზრუნველობ. 

 

მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ხვალ საკრებულო მხარს დაუჭერს ბოროტებას და უსამართლობას. 

 

ამიტომაც, მოვუწოდებ არა მარტო ცხოველების დამცველებს, არამედ უსამართლობასთან მებრძოლ თითოეულ ადამიანს!

 

11 ნოემბერს, 2 საათზე მობრძანდით თბილისის საკრებულოსთან, ლერმონტოვის 10 ნომერში და დაგვიდექით გვერდით, რათა სიმართლემ იზეიმოს".

პატივისცემით

თამაზ ელიზბარაშვილი

 

   წყარო: aianews.ge

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: