დავით ნარმანია:მომდევნო წლისთვის ბიუჯეტის მოცულობა 800 მილიონი ლარით განისაზღვრება!
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება.
"წინა წლებისგან განსხვავებით, 2015 წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მეტად გამჭვირვალე. მთელი რიგი პროექტები იქნება უფრო დეტალურად მოცემული. და შეფასებების ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ამ პროექტების განხორციელების ეფექტიანობა შევაფასოთ, ასევე დეტალურად იქნება მოცემული
მნიშვნელოვანია ის, რომ ბიუჯეტის პროექტის შედგენამდე მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა და ჯამში 8 000-მდე ადამიანი გამოიკითხა მათი საჭიროებებისა და პრობლემების თაობაზე. სწორედ ამას დაეფუძნა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი
ბიუჯეტის დაახლოებითი მოცულობა, მომდევნო წლისთვის, 800 მილიონი ლარით განისაზღვრება. თუმცა საბოლოოდ დაზუსტებული ციფრის გამოქვეყნების საშუალება მოგვეცემა მას შემდეგ, რაც ცენტრალური მთავრობიდან მისაღები ტრანსფერების საბოლოო მოცულობა დადგინდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.