ალექსანდრ ისკანდერიანი: ახდენს თუ არა გავლენას საქართველო-თურქეთის ურთიერთობები სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?
სომეხი პოლიტოლოგის, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის ალექსანდრ ისკანდერიანის თქმით, საქართველო-თურქეთის ურთიერთობა სომხეთზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს:
"საქართველოს როგორც თურქეთთან, ასევე სომხეთთან გარკვეული ფორმატის ურთიერთობები აქვს. მართალია, თბილისი ძალიან არის დამოკიდებული ანკარაზე, მაგრამ ამით ერევანთან ურთიერთობა არ გაუარესდება. მიზეზები რამდენიმეა: პირველი - საქართველო სატრანზიტო სახელმწიფოა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს; მეორე - თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, საქართველო კი თავისი საგარეო პოლიტიკაში პროდასავლურ პოზიციებს აღრმავებს; მესამე - თურქეთს სერიოზული გავლენა აქვს საქართველოს შიგნით, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში".
ექსპერტის აზრით, ეს ყველაფერი თურქეთზე საქართველოს დამოკიდებულებას განაპირობებს, მაგრამ იმავდროულად ასეთი პოლიტიკისგან გარკვეული დისტანცირებაც ხდება: "საქართველო თავის ურთიერთობას ავითარებს სამივე მეზობელთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთდროულად და ამას ისეთნაირად ცდილობს, რომ არცერთი მამრთულება რისკის ქვეშ არ დააყენოს. ანუ საქართველოში არავინ ფიქრობს იმას, რომ საგარეო პოლიტიკა მხოლოდ თურქული ვექტორით იყოს გადამლაშებული".
"ნოვოსტი-არმენია" (ასომხეთი), 11 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.newsarmenia.ru/politics/20141110/43123428.html