უჩა ნანუაშვილი: ქალთა მკვლელობის ფაქტები მთელი საზოგადოების პრობლემაა!

უჩა ნანუაშვილი: ქალთა მკვლელობის ფაქტები მთელი საზოგადოების პრობლემაა!

  "ქალთა მკვლელობის გახშირებული ფაქტები მთელი საზოგადოების პრობლემაა, რომელთან გამკლავება ვერ შევძელით", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ოქტომბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენის წარდგენისას განაცხადა.
  მისი თქმით, ხელისუფლებას ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად გადამჭრელი ზომების მიღება მართებს.
"ბოლო ექვსი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის საფუძველზე 20-ზე მეტი ქალი მოკლეს. ამ საშიში ტენდენციის მასშტაბები საგანგაშოა და ხელისუფლების ორგანოებს გადამჭრელი ზომების მიღება მართებთ", - განაცხადა ნანუაშვილმა.
  ომბუდსმენმა ქვეყანაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის არარსებობაზეც გაამახვილა ყურადღება.
 "მიუხედავად ცალკეული სტრუქტურების მიერ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისა, აშკარაა, რომ ძალადობის ამ ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გვაქვს ერთიანი ხედვა. ჯერ კიდევ მაისში შევთავაზე მთავრობას, შეემუშავებინა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, თუმცა პროცესი გაჭიანურდა", - განაცხადა ნანუაშვილმა.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: