არჩილ გამზარდია: არ მაინტერესებს, რას ფიქრობს რომელიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე სუბიექტი!

არჩილ გამზარდია: არ მაინტერესებს, რას ფიქრობს რომელიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე სუბიექტი!

   "ყველაზე მდაბიო ადამიანი არ იკადრებს იმას, რაც პატივცემულმა "ნაციონალური მოძრაობის" ფანმა პერსონაჟმა იკადრა" ასე ეხმაურება საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "facebook" -ის საკუთარ გვერდზე აკეთებს ნათია მეგრელიშვილს ეხმაურება.


"მოკლედ, ყვითელი ამბები არ მიყვარს, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა დავწერო. გუშინდელი ეთერის შემდეგ პატივცემულმა ნათია მეგრელიშვილმა კითხვა-კითხვით მიაკვლია ჩემს დისშვილს, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა ჩემი დისშვილის მლანძღველი ტექსტები და ჩემი დისშვილის მეგობრებს მოუწოდა, ელანძღათ ის.

მე, პირადად. სრულიად არ მაინტერესებს, რას ფიქრობს რომელიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე სუბიექტი, თუ გინდ მას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა პუბლიცისტი უწოდონ და სრულიად ირონიულად ვიღებ მსგავსი პერსონაჟების ლანძღვას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სრული მდაბიოობა და უზნეობაა, რომ ყოფილი მოსწავლე სალანძღავი გახადო მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დისშვილია.


ცნობისათვის, მე და ჩემს დისშვილს არასდროს გვისაუბრია ვინმე ნათია მეგრელიშვილზე, რომელიც მხოლოდ იაფი დემაგოგიით თუ იპყრობს ყურადღებას, რამდენადაც მასზე მნიშვნელოვანი თემები გაგვაჩნია, ახსენა მხოლოდ ერთხელ ძველი ეთერის შემდეგ და ისიც დადებითად. მე ამ ქალბატონის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს სრულიად სხვა ადამიანებმა, თავისი ყოფილი მოწაფეების მშობლებმა და ა.შ. მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, იმ პედაგოგს რა ვუთხარი, რომელიც საკუთარ მოსწავლეს ალანძღვინებს მიზანმიმართულად სხვებს.

თუ ვინმეს თოქ-შოუში არ შეუძლია თანამონაწილეობა, რადგან მსგავს პროექტებში არ არსებობს მონოტონურობა და ადამიანები დიალოგში არიან, კამათში და ა.შ. მაშინ თავი უნდა შეიკავოს მონაწილეობისგან. პირადად მე არცერთ სიტყვას სერიოზული შინაარსით არ დავუთმობდი მსგავს პერსონაჟებს, რომ არა მის გვერდზე ჩემი დისშვილის მლანძღველი ტექსტები

ყველაზე მდაბიო ადამიანი არ იკადრებს იმას, რაც პატივცემულმა "ნაციონალური მოძრაობის" ფანმა პერსონაჟმა იკადრა. დიახ, ქალბატონო, ამ ქცევას უზნეობა ჰქვია, თუმცა, თქვენ ამას ვერც მოგკითხავთ, რაც თქვენთვის უცხოა, მასზე ლაპარაკს ვერ დაგიწყებთ.

ჰო, მე რომ მილიონებს მიხდიან "თქვენს წინააღმდეგ", ალბათ მეტრომანის ბარათზე მირიცხავენ, თორემ დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ ვივლიდი", - წერს არჩილ გამზარდია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: