ჯორჯ სოროსი საქართველოს ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვევა

ჯორჯ სოროსი საქართველოს ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვევა

  "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა.

 

  სოროსი საქართველოს ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვევა და 15 ნოემბერს საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება.


რამდენიმე თვეა, ფონდი ინტენსიურად გეგმავს საიუბილეო ღონისძიებებს. პირველი ასეთი ღონისძიება, ბათუმის მედიაკონფერენცია, სექტემბერში ჩატარდა. ნოემბერში გრძელდება საიუბილეო ღონისძიებები, სადაც ფონდი სხვადასხვა სფეროში თავისი საქმიანობის 20 წელს შეაჯამებს.


"ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელი, ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი საქართველოში 2012 წლის 1-2 დეკემბერს ორდღიანი კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ სოროსი  ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელობას, აღმასრულებელ საბჭოს და დირექტორს შეხვდა. არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე სასაუბროდ, ჯორჯ სოროსი შეხვდა იმდროინდელ პოლიტიკურ ლიდერებს - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: