გია ვოლსკი: ზურაბ აბაშიძის ვიცესპიკერობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას!

გია ვოლსკი: ზურაბ აბაშიძის ვიცესპიკერობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას!

 მიმდინარე კვირაში ვიცესპიკერის საკითხის განხილვა  არ იგეგმება. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქარათული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკი ეხმაურება.

 

 მისი თქმით,  მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ გდას.

"გუშინაც ვისაუბრე ამაზე, რომ მომდევნო კვირაში დავუთმობთ ამას დროს. ამ ეტაპზე საერთოდ არ არის ამაზე საუბარი, მათ შორის არც კანდიდატზე. საერთოდ არ დგას დღის წესრიგში ეს საკითხი," - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ ვიცესპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გადაყენების საკითხი უნდა განიხილოს. აბაშიძე, რომელიც "თავისუფალი დემოკრატია", ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების შემდეგ, უმრავლესობიდან წავიდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: