აზერბაიჯანული მასმედია საქართველოს შესახებ: რუსული სააგენტოს მიმოხილვა
რუსული საინფორმაციო სააგენტო "ღეხ"-ის პუბლიკაციაში მიმოხილულია ბაქოს აზერბაიჯანულენოვანი გამოცემების მასალები, მათ შორის ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მომხდარ მოვლენებზეც:
"ჰურიეთ"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბაქოს საზოგადოებრივი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ილგარ ალტაი აცხადებს, რომ რუსეთის რღვევა კავკასიიდან დაიწყება". იგი კომენტარს უკეთებს საქართველოში ამასწინათ მომხდარ ამბებს და ამბობს, რომ ისინი პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთთან და პრორუსულ ძალებთან თვით საქართველოში, რომლებიც, მისი აზრით, დღემდე "შენიღბულნი იყვნენ და ახლა, გადამწყვეტ მომენტში, დღის სინათლეზე გამოვიდნენ". "რუსეთმა იცის, რომ სამხრეთ კავკასია მის არსებობას ემუქრება, ამიტომაც მოსკოვი პარანოია აქვს ამ რეგიონში ყველანაირი ცვლილების მიმართ", - ამბობს პოლიტოლოგი.
"აჰარაზ"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბაქოს ნატოსთან თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი ფარუხ მამედოვი ამბობს:
"საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში მოკალათებულმა აგენტებმა მოსკოვს ზესაიდუმლო სტრატეგიული დოკუმენტები გადასცეს, რომლებიც ბოლო ორი თვის მანძილზე იყო ხელმოწერილი საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირს შორის. ამ დოკუმენტების თანახმად, საქართველომ საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღო, რომლებიც სხვებს არ უნდა სცოდნოდათ. მთავრობაში მომხდარი გადადგომებიც ამასთან არის დაკავშირებული. რუსეთი რომ არ ყოფილიყო საქმის კურსში ამ ვალდებულებების თაობაზე, ქვეყანა ასეთ პოლიტიკურ კრიზისში არ ჩავარდებოდა". ფარუხ მამედოვის მტკიცებით, "საქართველოში მომხდარი კრიზისი აზერბაიჯანისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. თუ რუსეთი საქართველოს ბოლომდე დამორჩილებას მოახერხებს, მაშინ აზერბაიჯანიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცევა".
"ღეხ" (რუსეთი), 11 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.iarex.ru/articles/51213.html