დავით ფერაძე:-"პედაგოგებო, დაამარცხეთ ქიმერა სანიკიძის შიში!"

დავით ფერაძე:-"პედაგოგებო, დაამარცხეთ ქიმერა სანიკიძის შიში!"

 116-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი დავით ფერაძე კოლეგებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და შიშის დაძლევას ურჩევს.
-"სიტუაცია, რომელიც ამ ეტაპზე განათლების სისტემაშია შექმნილი, ეს არის კრახი, თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ეს რომ ასე იყოს, მაშინ ქვეყანა დაღუპული იქნება. თუ ჩვენ ჩვენი ქვეყნის კრახი არ გვინდა, განათლების სისტემას უნდა მივხედოთ, თორემ მეტასტაზებივით მოედება ეს ყველაფერი საზოგადოებას. თუ დააკვირდებით სოციალურ ქსელებს, საკმაოდ დიდი აქტიურობაა 62 ათასი პედაგოგის მიერ, მაგრამ ბიურაკრატიული ხროვა, რომელსაც ხელმძრვანელობს თამარ სანიკიძე არ აძლევს საშუალებას პედაგოგებს თავიანთი პროტესტის ხმამაღლა გამოხატვის საშუალებას. პედაგოგს აქვს ისეთი ხელფასი, რასაც ერთ სადილში ხარჯავს ფინანსთა მინისტრი ან მაღალჩინოსნების მეუღლეები პარფიუმერიაში და ამის დაკარგვის შიშიც აქვთ მათ, მაგრამ რა ქნან?!.
 სანიკიძე არ ხვდება პედაგოგებს, გუშინ იყო გამონაკლისი, მაგრამ მასთან შეხვედრაზე მიიყვანეს 300 არჩეული მასწავლებელი, რომლებიც თავის აზრს არ დააფიქსირებდნენ და ზუსტად ასეთი სიტუაციაც იყო. ამ ყველაფერმა გამახსენა ანეგდოტი-კომუნისტების დროს შეკრიბეს ხალხი და უთხრეს, რომ თავი უნდა ჩამოიკიდოთო, ყველა გაჩუმდა და მხოლოდ ერთმა ჰკითხა-თოკს თქვენ მოგვიტანთ თუ ჩვენ ვიშოვოთო". კადრს მიღმა კი სხვა სიტუაციაა, ზალიან ბევრი ცემი კოლეგა მეუბნება, წარმატებებს გისურვებთ, რომ ჩვენც წარმატებული ვიყოთო. მარტო ერთი და ორი კაცის ბრძოლა შედეგს ვერ მოიტანს, კარგია, რომ ახლა სტუდენტებმაც ამოიღეს ხმა და ნეოტიზმის წინააღმდეგ იბრძვიან, ამ სტუდენტებში ბევრი ჩემი ნამოსწავლარია და კარგად იციან რა ხდება განათლების სისტემში. დროა, ყველამ დაძლიოს შიში, დროა ქიმერა სანიკიძის ყველა ნათქვამზე თავი არ დაღუნონ და მივხედოთ ანათლების სისტემას, თორემ ჩვენი მომავალი თაობა იგრძნობს ამ სიჩუმის შედეგს"-განაცხადა ფერაძემ "ივერიონის" პრესკლუბში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: