ირაკლი ჩიქოვანი:პარტია ქვეყნის სამსახურში ყოფნას კვლავ აგრძელებს!
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ პარტია ქვეყნის სამსახურში ყოფნას კვლავ აგრძელებს.
"თავისუფალი დემოკრატებისთვის" არაფერი იცვლება. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას. ნამდვილად ამ პარლამენტსა და საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას ახსოვს უღირსი და დესტრუქციული ოპოზიციის მაგალითები, არცერთი ამ მაგალითის გამეორებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვგეგმავთ, ჩვენი საქმიანი მიდგომებით, ძალიან კონკრეტული ოპონირებით კონკრეტულ საკითხებზე და გადაწყვეტის კონკრეტული წინადადებებით გამოვიდეთ პარლამენტში და ვიზრუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რეალურად დამკვიდრდეს თავისუფალი, პლურალისტური დემოკრატია, რაც საფუძველს მისცემს, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ უკეთ იცხოვროს საკუთარ ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.