მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ.
ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით დაფინანსება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს გაეზრდება.
ბიუჯეტის ახალი ვერსია მომავალი წლიდან პენსიების ზრდასაც ითვალისწინებს.
პარასკევის პლენარულ სხდომას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრება და დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტში შეტანილ ცვლილებებს გააცნობს.
ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კანონმდებლები დეკემბრის თვის დასაწყისში უყრიან კენჭს