ალუდა გოგლიჩიძე: ორივე მხარეს მოვუწოდებ პატივი სცენ კანონმდებლობას!
დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველების აქციას პასუხობს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, პრობლემა ეხება კერძო დავას, შესაბამისად, ის მერიის კომპეტენციას სცდება და ამიტომ ამ დავაში მერია ვერ ჩაერევა.
"ეს არის ის საკითხი, რაზეც ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. შევისწავლეთ ეს საკითხი. საქმეში იყო ჩართული გამგებელიც. პირადად მე შევხვდი ორივე მხარეს. საკითხი სცდება მერიის კომპეტენციას, ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. რაღაც შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია, რადგან ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები, ამ პროცესში ჩავერთოთ. მინდა, ორივე მხარეს მოვუწოდო, პატივი სცენ კანონმდებლობას", - განაცხადა გოგლიჩიძემ.