დავით საგანელიძე აუდიტის სამსახურს ანგარიშის წარდგენას სთხოვს
"მივმართავ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ის მასალები, რომელიც მათ გააჩნიათ თავდაცვასთან დაკავშირებით, პარლამენტს წამოუდგინონ ანგარიშის სახით". განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"მივმართავ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ის მასალები, რომელიც მათ გააჩნიათ თავდაცვასთან დაკავშირებით, პარლამენტს წამოუდგინონ ანგარიშის სახით, რადგან ზოგიერთი ჯგუფი ამბობს, თითქოს თავდაცვასთან დაკავშირებით ეს არის პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად წარმოებული საქმე. ასევე ნდობის ჯგუფის წევრის სტატუსით მივმართავ მათ, რომ ეს მასალები გამოვითხოვოთ", - განაცხადა საგანელიძემ .