გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში დებატების გამართვაზე თანხმობას აცხადებს

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში დებატების გამართვაზე თანხმობას აცხადებს

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანახმაა, პარლამენტის წინაშე ნებისმიერი, მათ შორის, დებატების ფორმატით წარსდგეს.

 

  "პრეზიდენტი თანახმაა, ნებისმიერი ფორმატით წარსდგეს პარლამენტის წინაშე, მათ შორის, თანახმაა დებატებზეც, თუმცა, ეს ფორმატი, რომლითაც მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვაა გათვალისწინებული, შემოთავაზებული იყო პარლამენტის მხრიდან", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გარეშე წარიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: