სალომე ზურაბიშვილი:-"ნაციონალების შემოერთებაზე" მართლა გავბრაზდი და გამოვედი წყობიდან!"

სალომე ზურაბიშვილი:-"ნაციონალების შემოერთებაზე" მართლა გავბრაზდი და გამოვედი წყობიდან!"

   "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი საქართველოში შექმნილ ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"უმრავლესობა, ოპოზიცია, და ოპოზიცია!

   ცოტა არ იყოს ამ "ნაციონალების შემოერთებაზე " მართლა გავბრაზდი და გამოვედი წყობიდან, რაც არ ჩმევია, და ამიტომ ვთვლი საჭიროდ რომ ჩემი პოზიციები ხელახლა დავაფიქსირო:

   - ნაციონალებს რაც ეხება : სულ მიმაჩნდა რომ ამათი დასჯა შეიძლება მხოლოდ ორი გზით- ან პოლიტიკურად (არჩევნებით) ან იურიდიულად (სასამართლოთი)- და ვინც გადაურჩება სასამართლოს ან ხალხის პოლიტიკურ განაჩენს ის ცხადია უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. საქართველო ის ქვეყანა არაა სადაც იმის უფლება გვაქვს რომ ნაწილი საზოგადოების დიდი ხნით გარიყული იყოს პოლიტიკურ ცხოვრებიდან (ზვიადისტების არ იყოს). მაგრამ მათ შორის დამნაშავესი და უდანაშაულოსი გამორჩევა სხავ არავის უფლება არაა და პირველ რიგში არ არის ეს მართველი პარტიის გდასაწყვეტი ვის აპატიოს და ვის არა (ეს პატრიარქს შეუძლია განაჩენის მერე შეინდოს ვინმე თუ ასე გადაწყვეტს) . ამიტომ მიმაჩნია რომ ოცნების გადაწყვეტილება რომ პოლიტიკურად შეინდოს ნაციონალების ზოგი ყოფილიწარმომადგენლები მხოლოდ პოლიტიკურ "საჭიროებებიდან" გამომდინარე არა სწორია, და არც სამართლიანი. პოლიტიკურად კი მძიმე შედეგების მომტანი.

   - რაც ეხება დემოკრატების წასვლას: ფორმას მეც არ ვუწონებ რამეთუ , მე რომ მეგონოს ქვეყანამ შეიცვალა კურსიო, არ დაველოდებოდი გადაყენებას, წავიდოდი და ქუჩიდან ევრ გადამაყენებდნენ რამეთუ ამაზე სერიოზული ბრალდება ჩემთვის არ არსებობს და ამაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის. მაგრამ ეს თუ ასე არაა და მხოლოდ ნიშნები იკვეთება, ეჭვები და ვარაუდები, გაკეტებული განაცხადი ზედმეტად დიდი დარტყმაა ქვეყნის იმეჯზე და კიდევ უფრო ქვეყნის მომავლისთვის რამეთუ რეალურად ხვალ ეს საფრთხე რომ დადგეს, "მგელი, მგელი" უკვე ნაყვირალი გვექნება და ნაკლებად დამაჯერებელი იქნება ხელახლა ამის ძახილი ...ყველასთვის შიგნით და გარეთ!

- ამ - ჩემი დანახულიდან- "შეცდომის მიუხედავად, ნათელია რომ ეს იყო კოალიციიდან გასვლის ადრე მოფიქრებული პოლიტიკური ნაბიჯი რათა დემოკრატებს დაეკავებინათ ოპოზიციაში თავისუფალი ადგილი... ამაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ თუ არა ჩვეულებრივ პოლიტიკურ სვლას რომელიც უმრავლესობას კი აზარალებს, მაგრამ ემსახურება შემდეგ არჩევნებში რაღაც "ნიშის" დაკავებას... შეიძლება არ მოეწონოთ, არ გაუხარდეთ უმრავსლობაში მყოფ პარტიებს, მაგრამ ღალატს აქ ვერ ვხედავ, მხოლოდ პოლიტიკურ დემარშს.... 

   და პირიქით, სხვა კუთხით დანახული, ეს არის შანსი რომ ფაკტობრივად (და მომავალ არჩევენებამდე) ნაციონალებმა დაჰკარგონ ოპოზიციის მონოპოლია (რაც დაუმკვიდრეს). ეს ნაბიჯი ამავედროს უხსნის ოცნებას საპარლამენტო პოლიტიკურ არეალში უფრო მეტ მოქნილობის და ლავირების შესაძლებლობებს (რასაც სხვაგან პოლიტიკას ეძახიან!) რომ ხან აქედან და ხან იქიდან მოიპოვოს საჭირო დამატებითი ხმები, ისე რომ არც ერთზე და არც მეორე ძალაზე არ იყოს მჭიდროდ დამოკიდებული .... ამ კუთხით- პოლიტიკური გათვლებისა- მართლაც გაუგებარია რატომ, ასეთ თავისუფლების სარგებლობის მაგივრად, "შემოყავს" ოცნებას უმრავლესობაში ყოფილი ნაცები, როცა შეეძლო დემოკრატიულ წყობის ახალ ეტაპზე გადავეყვანეთ; ეტაპი, როცა ავტომატურ უმრავლესობით კი აღარ სარგებლობს მმართველი პარტია (როგორც უწყვეტლივ ეს ბოლო ოცი წელი) არამედ ყოველივე საკითხზე უნდა მოძებნოს პარტნიორები ახალ უმრავლესობის შესაქმნელად ყოველ მოცემულ საკითხის ირგვლივ, აძლევს ყველას "ოპოზიციაში" მყოფ პარლამენტარებს ხმის მოცემის უფლებას და თვითომ კი არ იღებს მათ მიმართ ზედმეტ ვალდებულებას... მაშინ გამოჩნდება ვინ არის ნამდვილად შენ მხარეზე საკვანძო საკითხებში! "საქმე მართლა გამოაჩენს მას ", ვინც არის კონსტრუქციული და ვინ დესტრუქციული ოპოზიცია ... რაც ასევე შემდეგი არჩევნებისთვის აუცილებელ "ლუსტრაციას" და საჭირო ინფორმაციას გამოავლენს! ...(სტილი დაცულია)

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: