ეკა ბესელია: გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში მხოლოდ მიმართვის ფორმა ექნება!

ეკა ბესელია: გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში მხოლოდ მიმართვის ფორმა ექნება!

   საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მხოლოდ მიმართვის ფორმა ექნება. აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააკეთა.
  "პრეზიდენტი მზად იქნებოდა იმ ფორმატში მიემართა პარლამენტისთვის, როგორსაც დაადგენდა პარლამენტის ბიურო, იქნებოდა ეს დებატების ფორმატი, რასაც ითხოვდა უმცირესობა, თუ იქნებოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც დაადგინა პარლამენტმა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი იქნებოდა მხოლოდ მიმართვა. ის არგუმენტები, რომელიც გამოთქვეს ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, არ მესმის და არ იყო არანაირი საფუძველი, გადაგვესინჯა ეს გადაწყვეტილებაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: